Онлайн курс HELP по мотивированию судебных решений касается обязательств внутригосударственных судов, вытекающих из Конвенции о защите прав человека и основных свобод и практики ЕСПЧ, в части изложения мотивов принимаемых решений. Курс был разработан в качестве вспомогательного инструмента для судей, которые на практике сталкиваются с необходимостью применения стандартов, сформулированных в практике ЕСПЧ. В курсе рассматриваются вопросы мотивированная судебных решений по делам, касающимся права на жизнь (статья 2 Конвенции), запрета жестокого обращения (статья 3 Конвенции), права на свободу и личную неприкосновенность (статья 5 Конвенции), права на справедливое судебное разбирательство (статья 6 Конвенции), а также права на уважение частной и семейной жизни (статья 8 Конвенции) и свободы выражения (статья 10 Конвенции). 

a. თავდაპირველი კურსის შემუშავება:

 სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების თავდაპირველი (ძირითადი) კურსი შემუშავებულია ევროპის საბჭოს პროფესიონალი იურისტების მიერ ადამიანის უფლებების შესწავლის  ევროპული პროგრამის (HELP; www.coe.int/help) ფარგლებში,,HELP-ის“ მეთოდოლოგიის გამოყენებით  (http://www.coe.int/en/web/help/help-training-methodology). კურსი, როგორც საპილოტე პროგრამა,  გამოსცადეს ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში 2017 წელს.

ადაპტირებული კურსის შემუშავება:

წინამდებარე დისტანციური სწავლების ადაპტირებული კურსი მომზადებულია ევროპის საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მხარდაჭერით ,,HELP-ის“ ელექტრონული ბაზაზე დაყრდნობით  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ლევან თევზაძისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ალექსანდრე იაშვილის მიერ.

2018 წელს კურსის საპილოტე ვერსია წარმატებით გაიარეს თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოს მწერალმა თანაშემწეებმა.

b. სამიზნე აუდიტორია

 ეს ონლაინ კურსი უპირველესად განკუთვნილია სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი მოსამართლეებისა და სისხლის სამართლის მიმართულებით სასამართლოებში დასაქმებული მოხელეებისთვის (მათ შორის თანაშემწეებისთვის, მთავარი კონსულტანტების - მოსამართლის თანაშემწეებისთვის), თუმცა, ის შეიძლება ასევე გამოიყენონ პროკურორებმა, ადვოკატებმა და სხვა პროფესიონალებმა, რომლებიც საჭიროებენ გადაწყვეტილებათა დასაბუთების სტანდარტების ცოდნას, როგორც ეროვნული რეგულაციების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად. 

c. კურსის ადაპტირება საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეალობასთან

 ეს ონლაინ კურსი ადაპტირებულია საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეალობასთან და ქართველი მოსამართლეების საჭიროებებთან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სტანდარტების ჭრილში ყურადღება გამახვილებულია იმ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალური და რელევანტურია ქართულ რეალობასთან. კურსი ერთი მხრივ მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ ეროვნულ სტანდარტებსა და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკას.


a. თავდაპირველი კურსის შემუშავება:

 სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების თავდაპირველი (ძირითადი) კურსი შემუშავებულია ევროპის საბჭოს პროფესიონალი იურისტების მიერ ადამიანის უფლებების შესწავლის  ევროპული პროგრამის (HELP; www.coe.int/help) ფარგლებში, ,,HELP-ის“ მეთოდოლოგიის გამოყენებით  (http://www.coe.int/en/web/help/help-training-methodology). კურსი, როგორც საპილოტე პროგრამა,  გამოსცადეს ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში 2017 წელს.

ადაპტირებული კურსის შემუშავება:

წინამდებარე დისტანციური სწავლების ადაპტირებული კურსი მომზადებულია ევროპის საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მხარდაჭერით, ,,HELP-ის“ ელექტრონული ბაზაზე დაყრდნობით  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ლევან თევზაძისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ალექსანდრე იაშვილის მიერ.

b. სამიზნე აუდიტორია

 ეს ონლაინ კურსი უპირველესად განკუთვნილია სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი მოსამართლეებისა და სისხლის სამართლის მიმართულებით სასამართლოებში დასაქმებული მოხელეებისთვის (მათ შორის თანაშემწეებისთვის, მთავარი კონსულტანტების - მოსამართლის თანაშემწეებისთვის), თუმცა, ის შეიძლება ასევე გამოიყენონ პროკურორებმა, ადვოკატებმა და სხვა პროფესიონალებმა, რომლებიც საჭიროებენ გადაწყვეტილებათა დასაბუთების სტანდარტების ცოდნას, როგორც ეროვნული რეგულაციების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად. 

c. კურსის ადაპტირება საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეალობასთან

 ეს ონლაინ კურსი ადაპტირებულია საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეალობასთან და ქართველი მოსამართლეების საჭიროებებთან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სტანდარტების ჭრილში ყურადღება გამახვილებულია იმ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალური და რელევანტურია ქართულ რეალობასთან. კურსი ერთი მხრივ მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ ეროვნულ სტანდარტებსა და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკას.

d. კურსის ეფექტურობის შეფასება

კურსის ეფექტურობის შესაფასებლად გამოყენებულია ყოველი თავის ბოლოს ტესტური დავალება და საბოლოო ტესტური დავალება. კურსის ეფექტურობის შესაფასებლად და  ნაკლოვანებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ასევე გამოყენებულია მონაწილეთა მხრიდან შეფასების მიღება (Feedback).

 e. მსმენელის შეფასება

დასკვნითი ტესტური დავალების 70% დადებითად შესრულების შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.