კურსი განკუთვნილია პრაქტიკოსი იურისტებისთვის რომლებიც მუშაობენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და მონაცემთა დაცვის საკითხებზე. 

მთლიანობაში კურსი შედგება 10 მოდულისგან. პირველი სამი მოდული ფარავს საბაზისო სამართლებრივ მექანიზმებს ევროპაში; ინსტიტუტებს რომლებიც მუშაობენ მონაცემთა დაცვის და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებზე; და ამ სფეროში არსებულ ძირითად კონცეფციებს. 

მომდევნო შვიდი მოდული ეხება სამედიცინო მონაცემებს, მედიას, ახალ ტექნოლოგიებს, ელექტრონულ კომუნიკაციებს, სამუშაო ადგილზე თვალთვალს, აღსრულების მექანიზმს, მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემას.