ურსი განკუთვნილია პრაქტიკოსი იურისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და მონაცემთა დაცვის მიმართულებით. იგი მოიცავს ყველა ძირითად საკითხს ამ სფეროში და ადაპტირებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემთა დაცვის  უფლებების შესახებ ეს კურსი 10 მოდულისგან შედგება. თითოეულ მოდულში მოცემული მასალა მოიცავს როგორც ევროპული სამართლით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიდგომებს და რეგულირებას. 

ამასთან, კურსი მორგებულია სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის სპეციფიკაზეც და შესაბამის მოდულებში დამატებულია არსებული პრაქტიკის ნაწილი.